დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა

რატომ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა?

ევროპის უნივერსიტეტის ქართულენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა სტუდენტზეა ორიენტირებული და სთავაზობს:

  • WFME სტანდარტებით აკრედიტებულ ინტეგრირებულ პროგრამას;
  • თავისუფალ და კომფორტულ გარემოში სწავლას;
  • პირველივე სემესტრიდან კლინიკურ გარემოში სწავლების შესაძლებლობას;
  • მაღალკვალიფიციურ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს;
  • თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სიმულაციურ ცენტრს, რომელიც SESAM-ის წევრია;
  • ინოვაციური ტექნოლოგიებით სწავლებას; 
  • თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებს;
  • საუნივერსიტეტო კლინიკაში მუდმივ კლინიკურ პრაქტიკის შესაძლებლობას;
  • გაცვლით პროგრამებს პარტნიორ კლინკებთან და უნივერსიტეტებთან;
  • სამეცნიერო პროექტებში აქტიურ ჩართულობას;
  • მედიცინის შესწავლას  სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (Body Interact, Anatomage table, 3D Organon VR Anatomy);

პროგრამის ხელმძღვანელი

ზაზა ავალიანი

თინათინ გოგნაძე

მიმაგრებული ფაილები